четверг, 24 декабря 2009 г.

მეცნიერება და რელიგია

1. პროექტის სახელი:
მეცნიერება და რელიგია.

2. პროექტის მოკლე აღწერა :
მოსწავლეები იძიებენ ურთიერთკავშირს რელიგიასა და მეცნიერებას შორის. კითხულობენ წმიდა მამათა და გამოჩენილ მეცნიერთა გამონათქვამებს, რომლებიც ადასტურებენ მეცნიერებისა და რელიგიის განუყოფელობას.

3. პროექტის სრული აღწერა:
მოსწავლეები ინტერნეტში მითითებულ მისამართებზე მოიპოვებენ მასალას, თუ რას ამბობენ წმიდა მამები მეცნიერებაზე და თვით მეცნიერებზე, კითხულობენ საქართველოს საპატრიარქოს გამოცემებს, სადაც მოთხრობილია გამოჩენილი მეცნიერების: ნიუტონის, აინშტაინის, პავლოვის და სხვათა გამონათქვამები რელიგიის შესახებ. ისინი როგორც საკუთარი მოძღვრებისაგან და ასევე მათი კურთხევით სასულიერო აკადემიაში, სემინარიებში და სხვადასხვა ეკლესია-მონასტრებში გაიგებენ მეცნიერებისა და რელიგიის ურთიერთკავშირზე სასურველ ინფორმაციას. მოსწავლეები დაინახავენ ახალი მიდგომით მათ მიერ ნასწავლი საგნების: ფიზიკის, მათემატიკის, ასტრონომიის, ბიოლოგიისა და სხვათა რელიგიის კუთხიდან ახსნას, თუ რა მჭიდრო ურთიერთობაა მათ შორის. შემდეგ ერთმანეთს გაუზიარებენ თავიანთ შთაბეჭდილებებს და მივლიან ლოგიკურ დასკვნამდე, რომელიც გამოიხატება წმიდა ილია მართლის გამონათქვამით: „იდეალური მდგომარეობაა, როცა ადამიანს აქვს გამეცნიერებული სარწმუნოება და გასარწმუნოებული მეცნიერება. ცოდნა და რწმენა არ უპირისპირდება ერთმანეთს. მარტო ცოდნა რწმენის გარეშე ხშირად გამხდარა ამპარტავნების მიზეზი. რწმენაც საღმრთო ცოდნის გარეშე არაერთგზის გამხდარა ფანატიზმის მიზეზი. ძალზე საჭიროა მეცნიერების სხვადასხვა დარგის შესწავლა, მაგრამ ყველაფერს საფუძვლად მაცხოვნებელი რწმენა უნდა ედოს“.

4. მონაწილეთა ასაკი: 12-15 წელი.

5. ვადები/ხანგრძლივობა: იანვარი-ივნისი.

6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში:
მოსწავლეები ეცნობიან მათთვის აქამდე უცნობ ლიტერატურას, სწავლობენ ინტერნეტში განთავსებულ საინტერესო მასალას, დადიან ეკლესია-მონასტრებში, ერთმანეთს უკავშირებენ მათ გარშემო არსებულ ბუნებასა და რეალურ მეცნიერულ საგნებს რელიგიას, ეცნობიან საქართველოსა და სხვა ქვეყნების ქრისტიანულ წარსულს. მიღებული ცოდნით შესაძლებელია საბუნებისმეტყველო საგნების: ფიზიკის, მათემატიკის, ქიმიის, ბიოლოგიისა და აგრეთვე სხვადასხვა მეცნიერებების რელიგიასთან მჭიდრო კავშირის შესახებ ცალ-ცალკე პრეზენტაციების მოწყობა.

7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება, შეიქმნას:
მოსწავლეთა წინაშე გადაიშლება აქამდე შეუცნობადი მასალა: თუ როგორ და რა დონეზე ხსნის რელიგია ფიზიკის კანონებს და პირიქით, რა კავშირშია მათემატიკური სიზუსტე რელიგიასთნ, რა ღრმა და ბოლომდე შეუცნობადია ადამიანის ორგანიზმი თუნდაც დღევანდელი საოცარი აღმოჩენების მიუხედავად, რა დიდი განსხვავებაა მეცნიერულ ასტრონომიასა და სამკითხაო ასტროლოგიას შორის. ეს ისეთი ამოუწურავი ზღვა მასალაა სხვადასხვა სამეცნიერო თემებზე, როგორც სამყაროა უსასრულო.

8. სარგებელი სხვებისთვის:
მოსწავლეების გარშემო მყოფი ადამიანები: მშობლები, ნათესავები, მეგობრები სკოლის გარეთ და სხვა ნაცნობები მათგან მიიღებენ საჭირო ინფორმაციას უშუალო დოკუმენტური წყაროებიდან და არა ზეპირი და ძალიან დიდ შემთხვევებში არასწორი გადმოცემებიდან. მოსწავლეთა მიერ სხვადასხვა თემებზე გაკეთებული პრეზენტაციები და ბლოგები ინტერნეტის საშუალებით აგრეთვე ხელმისაწვდომი იქნება უფრო ფართო მასებისათვის.

9. სამუშაო ენა: ქართული.

10. მონაწილეები სხვა სკოლებიდან:

შესაძლებელია მოსწავლეები შეხვდნენ სხვა სკოლებიდან ამ თემაზე დაინტერესებულ თანატოლებს და ერთად იმუშაონ პროექტის გარშემო.

11. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთნ/ეროვნულ სასწავლო გეგმასთნ კავშირი: პროექტი შეუზღუდავია საგნების მიმართ, უფრო მეტ ინტერესს ბადებს ადამიანში ყველა საგნის შესწავლისას და აადვილებს ეროვნული სასწავლო გეგმის შესრულებას.

12. პროექტის ფასილიტატორი: თამარ ღამბაშიძე.

13. ფასილიტატორის ელ.ფოსტა: tamuniagam@gmail.com.

14. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:http:// tamuniagam.blogspot.com